ხელშეკრულება

დახმარება

აქ შეგიძიათ გაეცნოთ ზოგად ინფორმაციას, საიტის შესახებ. დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით.

რეგისტრაციისთვის მთავარ გვერდზე, ზედა მარჯვენა კუთხეში დააჭირეთ ღილაკს რეგისტრაცია. გახსნილ გვერდზე მიუთითეთ თქვენი მოქმედი ელ. ფოსტა, ტელეფონის ნომერი, ჩაწერეთ თქვენთვის სასურველი პაროლი, გაიმეორეთ პაროლი და დააჭირეთ ღილაკს რეგისტრაცია. ამის შემდეგ ავტომატურად გადახვალთ თქვენს სამუშაო გვერდზე საიდანაც შეგიძლიათ დაამატოთ განცხადებები

ჩვენს საიტზე ბონუსის მიღების 3 გზა არსებობს.
1. დარეგისტრირდით და დაამატეთ პირველი განცხდება (ბონუსი 3.00 ლ).
2. მიიღეთ მონაწილეობა აუქციონში (ბონუსი 3.00 ლ).
3. შეავსეთ ბალანსი 5 ან მეტი ლარით (ბონუსი 3.00 ლ).

ბონუსის დახარჯვა შეგიძლიათ საიტზე არსებულ ყველა ფასიან სერვისში. SUPER VIP , VIP+ , VIP , განახლება , აუქციონი. ამისათვის გადახდის მეთოდის არჩევისას მიუთითეთ ბონუსი

განცხადების დასამატებლად საჭიროა იყოთ დარეგისტრირებული მომხმარებელი და გქონდეთ გავლილი ავტორიზაცია ( ზედა მარჯვენა კუთხეში დააჭირეთ შესვლა შემდეგ შესაბამის ველებში ჩაწერეთ თქვენი ელ.ფოსტა, რომლითაც დარეგისტრირებული ხართ საიტზე და პაროლი, რომელიც მიუთითეთ რეგისტრაციის გავლის დროს. შემდეგ დააჭირეთ ღილაკს ავტორიზაცია. თქვენ უკვე ავტორიზებული ხართ და შეგიძლიათ დაამატოთ განხადება, საიტის მენიუში განცხადების დამატება ღილაკზე დაჭერით ან ჩემი გვერდი შემდეგ განცხადების დამატება. დეტალურ ინფორმაციას თუ როგორ შეავსოთ ველები იხილავთ განცხადების დამატების გვერდზე.)

განცხადების დამატების დროს, თუ კითხვაზე თანახმა ხართ ითანამშრომლოთ სააგენტოებთან ? უპასუხებთ არა. თქვენს მიერ ატვირთულ ფოტოებზე, სისტემა ავტომატურად დაიტანს ტელეფონს ნომერს, რომელსაც მიუთითებთ რეგისტრაციის დროს. რაც ფაქტობრივად გამოუსადეგარს გახდის მათ კოპირებისთვის.
ჩვენი პრიორიტეტია დავიცვათ ის მეპატრონეები, რომელთაც სურთ სააგენტოების გარეშე გააქირაონ საკუთრება. ამისათვის ვცდილობთ ყველა შესაძლო გზით შევზღუდოთ კოპირების შესაძლებლობა.

განცხადების დამატების დროს, თუ კითხვაზე თანახმა ხართ ითანამშრომლოთ სააგენტოებთან ? უპასუხებთ დიახ თქვეენი განცხადება ხელმისაწვდომი იქნება სამაკლერო სააგენტოებისათვის.

ყველა SUPER VIP, VIP+, VIP და უფასო განცხადება ლაგდება ბიდ-ის (თანხა, რომელსაც მომხმარებელი იხდის კონკრეტული ადგილის შესაძენად) მიხედვით აუქციონის წესით. რაც მომხმარებლებს აძლევს შესაძლებლობას, ნებისმიერ დროს გააუმჯობესოს განცხადების პოზიცია საიტზე. მაგ. თუ თქვენ დაამატეთ განხადება VIP (ან ნებისმიერ) კატეგორიაში და თქვენს შემდეგ კიდევ 10-მდე მომხმარებელმა დაამატა თავისი განცხადება, თქვენი განცხადება იქნება 11-ე ადგილზე. ამ შემთხვევაში აუქციონის სისტემა საშუალებას გაძლევთ, შეიძინოთ პირველი ადგილი რამოდენიმე თეთრად და შეინარჩუნოთ იქამდე, სანამ სხვა მომხმარებელი არ გადაიხდის იმაზე მეტს პირველი ადგილისთვის, ვიდრე თქვენ გადაიხადეთ. ამ შემთხვევაში თქვენი განცხადება გადაინაცვლებს მეორე ადგილზე და ა.შ . დეტალურად აუქციონის შესახებ იხილეთ ჩემი გვერდი შემდეგაუქციონი.

SUPER VIP განცხადებები საიტზე ჩნდება პირველი, ყველა სხვა კატეგორიაზე დიდი ფორმატის ფოტოთი შესაბამის სლაიდერში. პირველია ის SUPER VIP განცხადება, რომელიც ყველაზე ბოლოსაა დამატებული, ან აუქციონის წესით მეპატრონეს შეძენილი აქვს შესაბამისი ადგილი. ამ კატეგორიაში განცხადების დამატებისთვის საჭროა შეავსოთ ბალანსი ან გამოიყენოთ ბონუსი, რომელიც დაგერიცხებათ საიტზე რეგისტრაციის შემდეგ. განცხადების SUPER VIP კატეგორიაში გადასაყვანად დააჭირეთ ჩემი გვერდი შემდეგ თქვენი განცხადების ქვედა ზოლში ღილაკი S VIP და მიყევით ინსტრუქციას

VIP + განცხადებები საიტზე ჩნდება SUPER VIP კატეგორიის შემდეგ, პირველია ის VIP + განცხადება, რომელიც ყველაზე ბოლოსაა დამატებული, ან აუქციონის წესით მეპატრონეს შეძენილი აქვს შესაბამისი ადგილი. ამ კატეგორიაში განცხადების დამატებისთვის საჭროა შეავსოთ ბალანსი ან გამოიყენოთ ბონუსი, რომელიც დაგერიცხებათ საიტზე რეგისტრაციის შემდეგ. განცხადების VIP + კატეგორიაში გადასაყვანად დააჭირეთ ჩემი გვერდი შემდეგ თქვენი განცხადების ქვედა ზოლში ღილაკიVIP + და მიყევით ინსტრუქციას

VIP განცხადებები საიტზე ჩნდება VIP + კატეგორიის შემდეგ, პირველია ის VIP განცხადება, რომელიც ყველაზე ბოლოსაა დამატებული, ან აუქციონის წესით მეპატრონეს შეძენილი აქვს შესაბამისი ადგილი. ამ კატეგორიაში განცხადების დამატებისთვის საჭროა შეავსოთ ბალანსი ან გამოიყენოთ ბონუსი, რომელიც დაგერიცხებათ საიტზე რეგისტრაციის შემდეგ. განცხადების VIP კატეგორიაში გადასაყვანად დააჭირეთ ჩემი გვერდი შემდეგ თქვენი განცხადების ქვედა ზოლში ღილაკი VIP და მიყევით ინსტრუქციას

თქვენ შეგიძლიათ დაამატოთ ნებისმიერი რაოდენობის განცხადება

ბალანსის შევსება შესაძლებელია პლასტიკური ბარათით. შედით ჩემი გვერდი შემდეგ ბალანსის შევსება და მიყევით ინსტრუქციას.